სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრის მონაცემებით, გამოკითხულთა 58,87% მიიჩნევს, რომ ნატო საფრთხეს მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს.
გამოკითხულთა 25,04%-ს მიაჩნია, რომ ნატო მსოფლიოსთვის საფრთხეა, 16,07%-ს აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა უჭირს.
ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 58,87%-ს მიაჩნია, რომ ნატო-ს გავლენა მსოფლიოში იზრდება. 20%-ის აზრით, ალიანსის გავლენა უცვლელი რჩება, 13,08% მიიჩნევს, რომ ნატო-ს გავლენა მსოფლიოში იკლებს.
სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ცენტრმა თბილისის მასშტაბით 537 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევა 2012 წლის 10-17 ივლისს ჩატარდა.

















