logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები ტაშს უკრავდნენ იმ პოლიციას, რომლებიც დარბევას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ოპონენტები ტაშს უკრავდნენ იმ პოლიციას, რომლებიც დარბევას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში
20:42 21.12.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პოლიციელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

,,ბატონო გიორგი, რა მომწონს თქვენში, მინდა გულწრფელად გითხრათ. პირველი ის, რომ რეალობას საღი თვალით უყურებთ, პრობლემებს არ გაურბიხართ, პირდაპირ იძახით რაც არის, ახდენთ ანალიზს და ასევე, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატურად მოქმედებთ. დღეს თქვენ, ოპოზიციას, მთლიანად პარლამენტს შესთავაზეთ შინაარსზე მუშაობა, საუბარი, კამათი და მგონი ახალი რეგლამენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული სადეპუტატო უფლებამოსილება, მაგრამ როგორც სჩვევია ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, ამას გაექცა. ეს ხალხი, ძaლიან კარგად ერკვევა დემოკრატიაში, ოღონდ მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკაში არიან ოროსნები. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანას მართავდა ვითომ დემოკრატიული წყობილებით და რეალურად იყო პირველი მოძალადე.

ჩვენი ოპონენტები ორმაგი სტანდარტით უდგებიან და თავის დროზე ტაშს უკრავდნენ იმ პოლიციას და ძალოვან უწყებებს, რომლებიც არბევდნენ 26 მაისს, 7 ნოემბერს, 15 ივნისს და სისხლიან ქუჩას, დარბევას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში და ამას ამართლებდნენ, დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე პოლიციელს რომ სცემო, პოლიციელზე რომ მოახდინო ძალადობა, ეს პოლიტიკურად მოტივირებულია. მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენ, არც მათ არ სურთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პოლიცია, ან სხვა სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა მიმართ ძალადობა რაიმე ფორმით იქნება გამართლებული და მე მესმის, რომ თქვენი კოლეგაა, თქვენი პარტიის წევრია, მაგრამ თუ თქვენ სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებთ, ამ შემთხვევაში ეს უნდა მიიღოთ როგორც სწორი მაგალითი, რომელიც თქვენი მხრიდანაც, როგორც მიდგომა პოლიციის და სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ უნდა იყოს ადეკვატური. სამწუხაროდ, მართლაც ძალიან მძიმე საარჩევნო პერიოდი გვქონდა და ჩვენ რა ვიხილეთ? პირველი დარტყმა, ვისზეც ჩვენმა ოპონენტებმა მოახდინეს, გახლდათ ჯარი, პოლიცია, რომელთა დაყოფა, გაყოფა, პოლიტიკურად გადანაწილება სურდათ, რაც არ გამოგივიდათ. მე როდესაც ვამბობ, რომ აქ სიმართლეც ითქვა-მეთქი, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიცია არ დავიცავით ისე, როგორც საჭირო იყო და გარკვეულად, მოვახდინეთ ჩვენი ოპონენტების თუ გარკვეული ჯგუფების პროვოცირება და ეს უნდა ვთქვათ, ვაღიაროთ და აღარ დავუშვათ. იმიტომ, რომ თუ ჩვენ პოლიციელს არ დავიცავთ, მაშინ პოლიციელმა რატომ უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები? რატომ უნდა დაიცვან ქვეყანა? მგონი ყველას კარგად გვესმის ეს ‘’,- განაცხადა ირკალი სესიაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა