logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი დიპლომატები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ქართველი დიპლომატები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
18:01 21.12.2018
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითან.

სამუშაო სესიაზე, რომლსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დოკუმენტის შემდგომ დახვეწასა და მის იმპლემენტაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, წინადადებები და რეკომენდაციები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე, საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებზე.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ ვრცლად მიმოიხილა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საუბარი შეეხო სტრატეგიულ კომუნიკაციების როლს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, ასევე და შავი ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) გენერალურმა დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა PMCG-ის შესახებ და გაუზიარა თავისი მოსაზრება საერთაშორისო ბაზრისთვის ქართული ინტელექტუალური სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ფართოდ იქნა განხილული ქვეყნის ზოგადი და ძირითადი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ. კორნელი კაკაჩიამ ასევე ვრცლად მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, საქართველოს ადგილი და როლი აღნიშნულ ფორმატში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველ საბჭოში საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა გამოსვლის დასაწყისში მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას თანამშრომლობისთვის და დღის წესრიგში იმ საკითხების წამოწევისთვის, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად არია ჩართულები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. მან ასევე ვრცლად მიმოიხილა ქართული მხარის სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მან ვრცლად მიმოიხილა ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა. ლაშა ტუღუშმა ელჩებს გააცნო ის კვლევები და შედეგები, რომელსაც მისი ორგანიზაცია აწარმოებს და მათზე დაყრდნობით უწყებას რეკომენდაციები მიაწოდა.

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძემ ყურადღება გაამახვილა ფონდისა და უწყებებს შორის არსებულ თანამსრომლობაზე. ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. სტრატეგიულ დოკუმენტზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში საჭირო ახალ დინამიზმე, ასევე ასოცირების შთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა