logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება
ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება
13:53 21.12.2018
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებით, საკრებულოს წევრთათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის რეგიონულიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.



„ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრულობა და უწყვეტობა რეფორმების გზაზე. გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამისთვის მზადყოფნა სრულად იქნა გამოხატული პარლამენტის და მთავრობის მხრიდან სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა და რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა



16 დეკემბერს ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტით ამოქმედდა ახალი ჩანაწერები თვითმმართველობის სასარგებლოდ, რომ მას უნდა ჰქონდეს ფინანსები, ქონება და რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსების შესაბამისობა მათ უფლებამოსილებებთან.



დეცენტრალიზაციის რეფორმა არის შესაძლებლობა უფრო უკეთ ვუპასუხოთ ხალხის ინტერესებს და უზრუნველყოთ რეგიონების თანაბარი განვითარება, მათი საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევა“ - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.



კონგრესი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა დეცენტრალიზაციის რეფორმაზე. კონგრესის მონაწილეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემისსრულყოფის, მუნიციპალიტეტების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.



კონგრესის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ჯონ დიპირომ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ჯეფრი რენომ. აშშ-ის ელჩის მოადგილემრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას, ,ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმის დაარსებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი არის პროგრესული ნაბიჯი საქართველოს თვითმმართველობების დემოკრატიის მიმართულებით.



,,მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან აქტიურიდა ეფექტური თანამშრომლობისათვის. საკრებულოების კონგრესი არის ძალიან წარმატებული ფორმატი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობისგაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.



საკრებულოს წევრთა კონგრესს პარლამენტის წევრები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები დაესწრნენ..
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა