logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
00:04 21.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.



ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის ვადის გადადებას 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე.



საკითხის თაობაზე მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო და ამ კანონის მიღება განპირობებული იყო როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებებიდან გამომდინარე.



„პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს იყო ძალიან დიდი კონსესუსის შედეგი და წინგადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



კანონის მიღების მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებელი ინსტიტუციისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.



„ეს კანონი უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან, თუმცა ფაქტია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სათანადოდო ვერ უზრუნველყვეს დადგენილ ვადაში, პირველ რიგში, სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რომელიც საჭირო იყო ამ კანონის ასამოქმედებლად, რაც ძალიან სამწუხაროა და არ არის კარგი ფაქტი. ასევე, ვერ უზრუნველყვეს ორგანიზაციულ-ტექნიკური გამართულობა და ვერ მოემზადნენ სათანადოდ, რომ ამ კანონის ამოქმედებისთვის ყოფილიყვნენ მომზადებულები და სახელმწიფო ინსპექტორს დაეწყო ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, თუკი კონკრეტული ფაქტები დადგებოდა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა



მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ კანონის მიღებაში და ეს იყო დიდი კონსესუსის შედეგი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონონის ამოქმედების 6 თვით გადავადების შესახებ, რათა კონკრეტული უწყებები უკეთესად მოემზადონ ამ კანონის ამოქმედებისთვის.



როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უკვე გადაეცა შენობა-ნაგებობა, ასევე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლების რაოდენობის 11 საშტატო ერთეულით გაზრდას და დამატებით 800 000 ლარის გამოყოფას საბიუჯეტო ასიგნებების სახით.



მისივე თქმით, კანონი მიღებული იყო მიმდინარე წლის 21 აპრილს და წინასარჩევნო პერიოდის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იყო რთული და შეუძლებელი და აქედან გამომდინარე იყო გარკვეული ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხდა ბიუჯეტში შესაბამისი თანხების აკუმულირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის.



კანონპროქტის განხილვის შემდეგ, რაშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილების მიღების შემდეგ, კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, თვეში ერთხელ მოისმენს ანგარიშს კანონის აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა