logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნება ინსტიტუციური რეფორმის შემადგენელი ნაწილია
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნება ინსტიტუციური რეფორმის შემადგენელი ნაწილია
17:28 20.12.2018
„საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კვლევითი ცენტრის დაფუძნება, რაც უკვე გათვალისწინებულია ახლად მიღებული რეგლამენტით”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე - „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება: გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ დამსწრეებს მიმართა.



მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებასთან ერთად, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, მმართველობის სისტემაში პარლამენტის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.



“ჩვენ ვაყალიბებთ სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემას, სადაც პარლამენტს ეკისრება საკვანძო როლი კონსტიტუციურ სისტემაში და რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მოითხოვს მის პრაქტიკულ განხორციელებას. ერთია კონსტიტუცია, ერთი არის კონსტიტუციური ჩარჩო და მეორეა ის, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანა შესაბამისი პრაქტიკული რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებაა. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა.



„ამ დოკუმენტის შემუშავებას წინ უძღოდა ძალიან ფართო პროცესი, რომელშიც იყვნენ ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ამ ფართო დისკუსიების შედეგად მოხერხდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის შემდგომ გაძლიერებას. მინდა ამ პროცესის სათანადოდ, წარმატებული წარმართვისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც იყო ამ პროცესის ლიდერი მთელი ამ თვეების განმავლობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერ სათანადოდ განვითარებული არ არის და ამ ცვლილებების პრაქტიკულ განხორციელებას რეფორმა ესაჭიროება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინსტიტუციური რეფორმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია კვლევითი ცენტრის დაფუძნება.



“როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, უნდა გამოვყოთ მისი ორი ძირითადი ფუნქცია: ეს არის კანონშემოქმედება და ეს არის ზედამხედველობა. ორივე მიმართულებით არის ბევრი რამ გასაკეთებელი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი პარლამენტის ტრადიციული, მთავარი სისუსტე მაინც მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო სათანადოდ განვითარებული მისი საზედამხედველო ფუნქციები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ამ ფუნქციის განვითარება საქართველოს პარლამენტში.



ბუნებრივია, იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც არის უკვე ასახული კონკრეტულ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, რეგლამენტში, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტებში, სჭირდება შესაბამისი რესურსები საქართველოს პარლამენტში. შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერჯერობით არ არის სათანადოდ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების პრაქტიკულ განხორციელებას ესაჭიროება პარლამენტში ინსტიტუციური რეფორმა, მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს რეორგანიზაციას, რაზეც აქტიურად წარიმართება მუშაობა საქართველოს პარლამენტში და ამ ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რაზეც დღეს გვექნება კონკრეტულად საუბარი. ეს არის კვლევითი ცენტრის დაფუძნება, რაც უკვე არის გათვალისწინებული ახლად მიღებული რეგლამენტით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტს კვლევით ცენტრთან დაკავშირებით, ამბიციური გეგმები აქვს.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნდება და სათანადო რესურსები ექნება საკუთარი საქმიანობის ფართოდ გასაშლელად. ირაკლი კობახიძემ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც კვლევითი ცენტრისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება გადაწყდა.



“საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მეტი რესურსი, რომ განავითაროს როგორც საკუთარი შიდა რესურსები, ასევე, სათანადოდ მოიზიდოს გარე რესურსები კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად და ვფიქრობთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო სათანადო, ყველაზე შესაბამისი, შესატყვისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ამ ამოცანების გადასაჭრელად და ამ მიზნების მისაღწევად. ამ სტატუსით კვლევით ცენტრს ექნება სათანადო შესაძლებლობა, რომ ფართოდ ჩართოს საკუთარ საქმიანობაში აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიხსნება საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს პარლამენტში”,- აღნიშნა მან.



პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი შეფასებით, სამწუხაროდ, დღემდე სუსტია აკადემიური სფეროს კავშირი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთერთი უმთავრესი ამოცანა ამ პროცესში მომავალი მკვლევარების აქტიური ჩართვაა.



“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, როდესაც ვსაუბრობთ ამ კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებაზე, გახლავთ სწორედ ეს, რომ მეტად დავამყაროთ მჭიდრო კავშირი აკადემიურ წრეებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და საჯარო გადაწვეტილებების მიღების პროცესს შორის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კვლევითი ცენტრი მოემსახურება აკადემიურ ინსტიტუტებსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაბამისი კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ასევე, კვლევითი ცენტრი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები, მომავალი მკვლევარები, აკადემიური სფეროს მომავალი, ასე ვთქვათ, რესურსი, ჩვენ აქტიურად ჩავრთოთ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ესეც იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ხაზი გაუსვა კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით, „ჯერჯერობით ცენტრი მხოლოდ ქაღალდზე, რეგლამენტის დონეზე ფუნქციონირებებს“ და ახლა, მისი დაკომპლექტება და სათანადო სამუშაო გეგმის ჩამოყალიბებაა საჭირო. ირაკლი კობახიძემ ყველა დაინტერესებულ მხარესთან - საერთაშორისო პარტნიორებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება მენეჯმენტის ჩამოყალიბებას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრის ხელმძღვანელისა და პერსონალური შემადგენლობის ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შერჩევას.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვხედავთ, რომ უკვე ინტერესი არის საკმაოდ დიდი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას იმისა, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს, ეს საერთო მიზანი გახლავთ კვლევითი ცენტრის სათანადოდ ჩამოყალიბება, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ პარლამენტმა საუკეთესოდ შეასრულოს ის საკვანძო როლი, რომელსაც მას აკისრებს საქართველოს კონსტიტუცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა