logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის შეხვდა
ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის შეხვდა
17:09 20.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში ჯონათან მერფის შეხვდა.



მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების გეგმაზე, კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის საკითხებზე.



აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, წინა მოწვევის პარლამენტში დაინერგა ბევრი სიახლე ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.



ეკა ბესელიამ სტუმარს გააცნო საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რამდენიმე რეფორმა, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის რეფორმირების ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.



ჯონათან მერფიმ დადებითად შეაფასა პარლამენტში დანერგილი კარგი პრაქტიკა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებული რეფორმები აისახება მის მიერ მომზადებულ კვლევაში.



„ვისაუბრეთ ინსტიტუციური განვითარების გეგმაზე, რომელიც პარლამენტის სჭირდება. ჩვენი დონორი - გაეროს განვითარების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია, რომელიც წლებია მუშაობს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ცალკეული პროექტების მხარდაჭერაზე.



წინა მოწვევის პარლამენტში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაინერგა ახალი სამოქმედო გეგმა, ანგარიშვალდებულების ახალი ფორმები, ზედამხედველობის ახალი და პირველი პრეცენდენტები. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სასწავლო ცენტრის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანური რესურსებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მათი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა