logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო
ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო
12:53 20.12.2018
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტის აპარატში მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ საუბარს დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ძი იანჩის სამუშაო შეხვედრა. აპარატის უფროსმა ჩინელ დიპლომატთან, პარლამენტის როგორც აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ახალ ფუნქციებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების მიმართულებებზე და ამ პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აპარატში მიმდინარე რეფორმირების პროცესი, რაც სასწავლო და კვლევითი ცენტრების გაძლიერებას, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ინტენსიური კომუნიკაციით გულისხმობს, პარლამენტის საქმიანობას კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის.



შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა ჩინეთის ელჩს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში საჩუქრად გადაეცემა, ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.



სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები მიმოიხილეს და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. ძი იანჩიმ 2019 წელს საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების გამართვის ინიციატივა გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაცვლითი ვიზიტებით ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება.



ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, გივი მიქანაძემ ჩინეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ საჯარო მოხელეთა საერთაშორისო სწავლების პროგრამებში, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდება ყოველწლიურად, პარლამენტის აპარატისთვის ერთი ქვოტის გამოყოფის ინიციატივა გამოთქვა. ინიციატივის პასუხად ჩინელმა დიპლომატმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ორი ადგილის გამოყოფის მზაობა დაადასტურა. ძი იანჩიმ ასევე, პარლამენტის აპარატის სტამბის მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად გაეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა