logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა
17:30 19.12.2018
"გვინდა დეტალურად წარმოგიდგინოთ დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებამდე. ზუსტად გითხრათ რას გულისხმობს ის და როგორ ჩამოვყალიბდით ამ თემის რეგულირებასთან დაკავშირებით. მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს, საჭიროების შემთხვევაში გადავამუშავებთ კანონპროექტებს, რის შემდეგ მოვახდენთ ინიცირებას და დაიწყება საპარლამენტო განხილვები“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხებზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაციაზე.



შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ შმიდტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა.



შეხვედრაზე გაიმართა სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია.



ცვლილებების თანახმად: სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირებული იქნება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე შრომით ურთიერთობებში. აღსრულების მექანიზმად საჯარო სივრცეში განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შრომით ურთიერთობებში - სახალხო დამცველი.



საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირების მიზნით ცვლილება შევა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, სადაც მოცემული იქნება „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია. ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, კოდექსში გათვალისწინებული იქნება სანქციები.



შრომითი ურთიერთობების ნაწილში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირების მიზნით ცვლილებები შევა რამდენიმე კანონში, კერძოდ: „შრომის კოდექსში“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „სახალხო დამცველის შესახებ კანონში“.



საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადებულია გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.



სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის ოფისისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედვები. მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა