logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ელჩების კონფერენცია 2018"-ის ფარგლებში შედგა პანელი „რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“
„ელჩების კონფერენცია 2018"-ის ფარგლებში შედგა პანელი „რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“
16:29 19.12.2018
საქართველოს პარლამენტის შენობაში გრძელდება „ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც შედგა კონფერენცია - „რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.

კონფერენციაზე მომხსენებლებად წარსდგნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და მეზობელი და რეგიონის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

განხილვის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა უსაფრთხოების და ფართო რეგიონული საკითხები, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, საქართველოს როლი მიმდინარე მოვლენებში და საქართველოს საელჩოების მუშაობის სპეციფიკა.

გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.

ხაზი გაესვა ჩვენი რეგიონის დიდ მნიშვნელობას და სტაბილურობის აუცილებლობას, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვისაც. გამომსვლელებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები.
რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევების პანელში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გელა დუმბაძემ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზაქარაშვილმა. პანელს მოდერატორობას საგარეო უწყების პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია კობერიძე უწევდა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა