logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ნატოს სამეკავშირეო ოფისში სემინარი ჩატარდა
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ნატოს სამეკავშირეო ოფისში სემინარი ჩატარდა
14:25 19.12.2018
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სემინარი ანგარიშის წერის სტანდარტებზე გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუილისიმ და პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ოფისსა და აპარატს შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და სემინარზე განსახილველი თემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.



„ეს ღონისძიება ძალიან მიზანმიმართულია, რადგან იგი კონკრეტულ მიმართულებას ეხება; სწორედ ამიტომ მაღალპროფესიული ექსპერტების მხრიდან უცხოური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი და საინტერესოა’, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.



პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა, რაც პარლამენტს როგორც მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტს, კიდევ უფრო აძლიერებს და საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, საზედამხედველო კონტროლის განხორციელების პროცესში, ახალი ნაბიჯების გადადგმა იწყება. „ამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს და მიდგომებს გაეცნობიან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



პარლამენტის აპარატის უფროსმა ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით პოზიტიური განწყობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ნატოსთვის უმთავრეს პარტნიორ უწყებას წარმოადგენს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ ნატოს ოფისი, ამავდროულად, მაქსიმალურად ცდილობს გააფართოვოს თავისი საქმიანობის არეალი და ხელი შეუწყოს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციების გაძლიერებას. „ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ნატოს სტანდარტები არამხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაზრდას გულისხმობს, არამედ იგი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას შეეხება. ამითი ნატო კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობაა და ჩვენ მოხარული ვართ, რაც უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში ეს ჩვენთვის კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოების კუთხით. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ის პროექტები და იდეები, რაც როზარია პუილისმა თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა, მომავალი წლისთვის განხორციელებული და რეალიზებული იქნება. ეს კიდევ უფრო გააფართოებს ნატოს ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაში, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაშიც გამოიხატება“, - აღნიშნა პარლამენტის უფროსმა.



გივი მიქანაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს და სემინარში მონაწილე ბრიტანელ, იტალიელ და თურქ ექსპერტებს ღონისძიების ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა