logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთი ციხელაშვილი: დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა
ქეთი ციხელაშვილი: დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა
22:26 18.12.2018
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“. სადაც მომხსენებლებად წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და კონფერენციის საპატიო სტუმრები - რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში.



პანელის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტუმრებს მოკლე მიმოხილვის სახით გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რუსული მხარის მიერ ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. მინისტრმა სტუმრებს ასევე წარუდგინა საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო წლებში რუსეთის გაძლიერებული შეიარაღება, ხელოვნური ბარიერების ინსტალაციის პროცესი, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა გატაცების ფაქტები და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა თავად ოკუპირებულ რეგიონებში. მისი განცხადებით ყურადსაღებია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ მოქალაქეთა 90%-ს წარმოადგენენ ისინი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მხარის მიერ სამშვიდობო პოლიტიკისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეალური შედეგები მოაქვს და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ძალები, ხალხთა შორის კავშირები ადვილად აღსდგება.

„აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ ათი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა. ეს იყო ევროპაზე თავდასხმა“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი სამოქმედო გეგმების შედგენას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას.

რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება რუსულ პროპაგანდაზე და ე.წ. რბილ ძალაზე გაამახვილა. მისი განმარტებით დნესტრისპირეთში ამჟამად რუსეთის მარიონეტული რეჟიმი მოქმედებს, რომელთან მოლაპარაკებებშიც ინსტრუქციები პირდაპირ მოსკოვიდან ვრცელდება. ლესნიკმა ხაზი გაუსვა მოლდოვის კონფლიქტურ რეგიონში პასპორტიზაციის პრობლემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში არსებულ ვითარებაზე.

„ამ ეტაპზე ჩვენ კონფლიქტების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ გავდივართ ეტაპებს, რომლებიც თქვენ უკვე გაიარეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებათა ხელწერა ერთნაირია და ეს ბუნებრივია, რადგან მოვლენები რუსეთიდან იმართება“ - განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.

მოხსენებების შემდეგ კონფერენციის მონაწილეები კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდნენ, რა დროსაც გაიცვალა გამოცდილება და ინფორმაცია.​​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა