logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სივრცითი დაგეგმვის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სივრცითი დაგეგმვის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
22:22 18.12.2018
არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხების რეგულირების შესახებ იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე.



ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნათია ლატარიამ არქიტექტორთა სერტიფიცირების კონცეფცია წარმოადგინეს. დოკუმენტი მოიცავს არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის პროფესიონალიზმის შეფასებისა და აღიარების კრიტერიუმებს, სერტიფიკატის სახეებს, სერტიფიცირების პროცესს სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.



დედაქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ეს საკითხი თბილისის ფარგლებში მოწესრიგდეს, თუმცა არქიტექტურული კავშირის მოსაზრებით, არქიტექტორთა სერტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. რადგან მანამდე, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შეიქმნება ცენტრალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს და გააკონტროლებს ამ პროცესს, სწორედ მერიაა პასუხისმგებელი პროცესების სწორად წარმართვაზე.



სხდომაზე ერთხმად ითქვა, რომ დარეგულირებას და მოწესრიგებას საჭიროებს იმ სუბიექტების უფლებები, მოვალეობები და სახელმწიფოსთან სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც არქიტექტურულ საქმიანობას ახორციელებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტთან არსებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში არაერთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლები, მშენებლები და ექსპერტები, წარმოდგენილ დოკუმენტზე მსჯელობისას რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმება. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ისინი მზად არიან გაითვალისწინონ და გამოიყენონ არქიტექტორების, ინჟინერთა საზოგადოებისა და დარგის ექსპერტების გამოცდილება.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ დიდი ხანია მუშაობს პროფესიული საზოგადოება.

„წინასწარი განხილვისთვის რაც იყო საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და მხარეებს შორის კომუნიკაციაც შედგა. პროცესი იმ დონემდეა მისული, რომ უკვე შესაძლებელია თავად ინიციატივაზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთ რა როგორ გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა