logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის დელეგაცია ტალინის ტურისტულ-საგანმანათლებლო ლოკაციებსა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
პარლამენტის დელეგაცია ტალინის ტურისტულ-საგანმანათლებლო ლოკაციებსა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
22:18 18.12.2018
საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობს. აღნიშნული განცხადება ტალინში, ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა გააკეთა.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ ტალინში, ენერგიის აღმოჩენის ცენტრი (Eenergia Avastuskeskus) და საზღვაო მუზეუმი ( Seaplane Harbour Museum) დაათვალიერა.



როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მსგავსი ტიპის ლოკაციების განვითარება მნიშვნელოვანია.



„ქვეყანაში, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებს ტურიზმის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ლოკაციები განვავითაროთ, რათა ტურისტებს სხვადასხვა სანახაობების მიღმა, შევთავაზოთ შემეცნებითი ადგილები.

პარლამენტარების ჯგუფმა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ტურიზმის კანონმდებლობაზე იმისთვის, რომ გვქონდეს ტურიზმის მდგრადი განვითარება და ამ ზრდას ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სრულყოფა არა მარტო რეგულაციების, არამედ, წახალისების და სტიმულირების კუთხითაც“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.



მისივე შეფასებით, ესტონეთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ რესურსები ეკონომიკური სარგებლის მოტანასა და ტურიზმის გაზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო ადგილად ქცევისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ენგურჰესის“ კაშხალის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის პროექტზე ტალინის საზღვაო მუზეუმის კონცეფციის შემქმნელი ესტონელი ექსპერტები და არქიტექტორები მუშაობენ.



„ჩვენ მოვინახულეთ ორი ძველი საწარმო, სადაც ძალიან კარგი, შემეცნებითი ადგილებია გაკეთებული იმისთვის, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა დ ა ახალგაზრდებმა საინტერესოდ გაატარონ დრო და ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა დაათვალიერონ იგი. კარგია, რომ აღნიშნული ორი ქარხნის კონცეფციის შემქმნელი ჯგუფი მუშაობს საქართველოში და ამუშავებს ენგურის ჰესზე ძალიან კარგ, სანახაობრივ პროექტს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა