საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფი
თემაზე - პარლამენტის ეფექტიანობისდა გამჭვირვალობის გაძლიერება კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ გახსნა.
მისი განცხადებით, კერძო სექტორთან პარლამენტის დიალოგის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა.
„სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის მეტ ღიაობას კერძო სექტორთან დიალოგის მეშვეობით და გააჩინოს ისფორმატები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ხოლო კერძოსექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე მეთოდებით მოახდინოს ზეგავლენა საპარლამენტო პროცესებზე დაგადაწყვეტილებების მიღებაზე“,-განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2015 წლიდან ფუნქციონირებსპარლამენტში და საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი მუდმივი მექანიზმი შექმნა პარლამენტის ღიაობისუზრუნველყოფისთვის. მისივე თქმით, დღეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უკვე მესამე სამოქმედოგეგმას ახორციელებს.
„ამ სამი სამოქმედო გეგმის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პარლამენტი უფრო ღია, გამჭვირვალე დაანგარიშვალდებული გამხდარიყო და ამისთვის ბევრი მექანიზმი შეიქმნა“,-განაცხადა ირინა ფრუიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კერძო სექტორთან პარლამენტის დიალოგის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფისხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში მიღებული კანონების ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ დიდგავლენას ახდენს კერძო სექტორზე და ამიტომ, ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით, საქართველოს ღია პარლამენტისსამოქმედო გეგმაში გაჩნდა ერთ-ერთი სიახლე, რაც დაკავშირებულია კერძო სექტორთან.
„ეს სიახლე ახალ არეალს ხსნის პარლამენტისთვის და ღია მმართველობის საბჭოსთვის. გეგმაში ჩვენ გვიწერია ვალდებულება, რომუნდა შეიქმნას დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევეუზრუნველყოფილი იყო ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. ეს შეიძლება იყოს დასაწყისისთვის კარგიშესაძლებლობა იმისთვის, რომ ავაწყოთ ისეთი თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც თქვენ უფრო აქტიურად გექნებათინფორმაცია და ჩვენთვისაც იქნება მეტი შესაძლებლობა გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები სამუშაო პროცესში“,-განაცხადათამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ვალდებულება ეხება ლობისტურ ორგანიზაციებს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ლობისტური ორგანიზაციებისრეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე.
„დღევანდელი შეხვედრის ამოცანა და მიზანი თქვენი მოსაზრებების მოსმენაა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტთანთანამშრომლობა, ღია მმართველობის საბჭოს როგორ შეუძლია ხელი შეგიწყოთ, რომ იყოთ სათანადოდ ინფორმირებული და ამთანამშრომლობას მივცეთ სისტემური ხასიათი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილმა კერძოსექტორის წარმომადგენლებს გააცნო კონკრეტული ნაბიჯები საპარლამენტო საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობისინსტიტუციონალიზებასთან დაკავშირებით, რაც გაზიარებული იქნა შეხვედრის მონაწილეების მიერ.
პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომთანამშრომლობა გაგრძელდება და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც შეხვედრები მომავალში გაიმართება.

















