logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა
19:31 18.12.2018
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა საპარლამეტო უმცირესობიდან სერგო რატიანმა და კომიტეტს რეაგირებისკენ მოუწოდა.



„თქვენ უფლება გაქვთ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ თქვენი აზრი იყოს ერთად ერთი ჭეშმარიტება. ჩვენი, და პირადად ჩემი პოზიცია გუშინაც და დღესაც ჟურნალისტებთან ძალიან ცხადად დავაფიქსირე: ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია, მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი. არსებობს ადამიანის უფლებათა თავი, მათ შორის, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს ადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის და ახალ კონსტიტუციაში მკაცრად არის გარანტირებული თითოეული ადამიანისათვის საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.



მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება იმავდროულად არ იცავს პროვოკაციებს, დანაშაულს და იმ საქციელს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 16 დეკემბერს სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან - ეს იყო წარმოუდგენელი პროვოკაციები, თავდასხმა პირდაპირ სახელმწიფო უწყებებზე, დანაშაულის ნიშნებზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ.



„კიდევ ერთხელ ყოჩაღ იმ პოლიციელებს, რომლებიც კიდევ ერთხელ პროფესიონალურად და თავშეკავებით მოიქცნენ. თქვენს მიერ სახის დაკარგვას უყურებდა მთელი საქართველო და ეს სამწუხაროა, ვინაიდან პირველ რიგში ქართული ოცნების ინტერესშია ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას და საგნობრივად გააკრიტიკებს ხელისუფლებას. გადაწყვეტილება საზოგადოებამ მიიღო და კეთილი ვინებოთ დავემორჩილოთ საზოგადოების გადაწყვეტილება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ასევე პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა და განცხადა, რომ კახეთში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული. „ფაქტი ჯიუტია, სწორედ ოპოზიციის მსვლელობის დროს პოლიციის თანამშრომლებმა უაღრესად დიდი მოთმინება გამოიჩინეს და ღირსეულად დახვდნენ იმ გამოწვევას, პროვოკაციას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო. დიდი მადლობა ეკუთვნის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს იმ მოთმინებისა და პროფესიონალიზმისათვის, რაც მათ გამოიჩინეს. ამგვარად, დღეს ჩვენ გვყავს დიამეტრალურად განსხვავებული პოლიცია, ვინც იცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება კონკრეტულ პირზე, უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმა, ვალდებულია თავი დაიცვას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, მოხდა თავდასხმა პარლამენტის წევრებზე, რაც ადეკვატურ რეაგირებას და გამოძიებას საჭიროებს.



ამის შემდეგ კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა. კერძოდ იმსჯელა და დაამტკიცა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომლის მიღება არჩევნების პროცესმა შეაფერხა.



კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტებითურთ.



კანონპროექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, პარლამენტი ბიუროს ბოლო სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაჩქარებული წესით იხილავს. საკითხი სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიტანა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქმე ისაა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონის პირველი იანვრიდან სრულყოფილად ამოქმედებისათვის დასახული ღონისძიებების სრულად განხორციელება ვერ ესწრება და ამიტომ აუცილებელი გახდა რეფორმის ამოქმედების ექვსი თვით გადაწევა. ცვლილებები შედის ასევე 32 თანმდევ კანონში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.



კომიტეტმა საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა წარადგინა. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდების/ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების შესაძლებლობის დადგენა, რასაც კანონის მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად გამორიცხავს.



საქართველოს მთავრობის მიერ დენონსირებისთვის წარმოდგენილი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენცია“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმი“ კომიტეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილიმა წარუდგინა. კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.



კომიტეტში ასევე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნო კოლეგებს. მისი განცხადებით, “ევროპულმა საქართველომ” შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, იგი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის (და არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულთათვის და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. საბოლოოდ, კომიტეტმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა