logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა
19:20 18.12.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართველი დიასპორების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, როგორც ექსპორტის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების, ასევე საგრანტო და ტექნიკური დახმარების კუთხით.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ქართველ დიასპორებში არსებულ დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი.

„კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იყო ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს დიასპორას გააჩნია დიდი პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტირებისა.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, ქართული ღვინის აქტიური წარმოჩენისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.

„ქართული ღვინო 40 ქვეყანაში გადის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ღვინის პოპულარიზაცია არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ქართული ღვინისათვის ბაზარი იზრდებოდეს. ეს კი დიდწილად არის დაკავშირებული იმ ღონისძიებებთან, რომელთაც ერთობლივად და ასევე თქვენ ინდივიდუალურად ატარებთ ხოლმე. ამ მიმართულებით მართლაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შესაშური თანამშრომლობა, რომელიც ღვინის სექტორსა და საგარეო უწყებას გააჩნია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა