logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს
ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს
19:18 18.12.2018
ელჩების კონფერენციის ფარგლებში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელთა შეხვედრების ციკლი მთავრობის წევრებთან. კონფერენციის მესამე პანელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

კონფერენცია დაეთმო პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და მსოფლიოს ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების აუცილებლობაზე, კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო ბაზრის გაფართოების კუთხით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებზე, საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

სესიის ფარგლებში, საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ საერთაშორისო პროექტებს, რომელთა განხორციელებაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მოღვაწე თითოეული ქართველი დიპლომატის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს მიერ ჯანდაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად სახელდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობა და თანამშრომლობა უცხოეთში ქართველ ექიმებთან.

ყურადღება ასევე გამახვილდა დიასპორის მნიშვნელობაზე სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტირების კუთხით. ხაზი გაესვა ამ მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საელჩოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ პრეზენტაცია და მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.​​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა