logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა ექნება
მარიამ ჯაში: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა ექნება
19:13 18.12.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართა შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის რეფორმის პირველი ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები", რომელშიც მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე მონაწილეობდნენ საზღვარგარეთელი სტუმრები - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრის პრეზიდენტები და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) -ს ვიცე პრეზიდენტი.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა ევროკავშირის 2015 წლის სტანდარტების შესაბამისად. დღევანდელი მონაცემებით 20-ზე მეტმა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია უკვე გაიარა წარმატებით. გარკვეულმა უნივერსიტეტებმა საკუთარი ნება-სურვილით შეიჩერეს ავტორიზაცია და მოხდა უნივერსიტეტების გარდაქმნა პროფესიული განათლების დაწესებულებებად, რამდენიმე უნივერსიტეტმა, სამწუხაროდ, ვერ გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. ასევე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განსაკუთრებული წარმატება, რომელმაც მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, არამედ საქართველოში მოქმედი სამედიცინო ფაკულტეტებისთვის.

ღონისძიებაზე იმსჯელეს ავტორიზაციის პროცესის დანერგვის როგორც წარმატებებზე, ასევე იმ ხარვეზებზე, რომლებიც გამოიკვეთა ავტორიზაციის პროცესის განხორციელების პირველ ეტაპზე.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელმაც განათლების უწყების მესვეურთ, საერთაშორისო პარტნიორებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუდასტურა საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერისათვის მზადყოფნა და აღუთქვა, რომ ერთობლივად შეჯერებულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო რეგულაციებში ასახავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა