logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ელჩების კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
ელჩების კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
17:58 18.12.2018
საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ის ფარგლებში“ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

პანელზე, რომელსაც მოდერატორობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უწევდა წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე.

საუბრის ძირითად თემას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები წარმოადგენდა. მნიშნელოვანი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უწყებათაშორის თანამშრომლობას და არსებულ პრობლემებთან ერთობლივი ძალებითა და კოორდინაციით განმკლავებას.

თავის გამოსვლაში ვახტანგ გომელაურმა ფართოდ მიმოიხილა საერთაშორისო ტერორიზმის ჭრილში საქართველოს პოზიცია და მასთან ბრძოლის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლი; მისდამი დაქვემდებარებული უწყების ანტიკორუფციული საქმიანობა; რადიაციული-ქიმიური და ბიოლოგიური მასალების კონტრაბანდისა და ექსპლუატაციის აღკვეთის მიზნით გაწეული ღონისძიებები. ხაზი გაესვა ახლო პარტნიორულ ურთიერობებს აშშ-თან, ბრიტანეთთან ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობაში ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები. მან ასევე მიმოიხილა საქართველოსა და რეგიონში უკანონო მიგრაციის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის საკითხები. ყურადღება დაეთმო გარეშე ძალების, მხრიდან პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და რბილი ძალის გამოყენებით ქვეყანაში ტურბულენტური გარემოს შექმნის მცდელობებს და ამ მიმართულებით უწყების კონტრქმედებებს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართველ ელჩებსა და საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტანდარტების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საქმეში, საგარეო საქმეთა სამინისტროს უდიდესი წვლილი მიუძღვის. საქართველო არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებით სამაგალითო მოდელად იქცა ნატოსთვის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის ჭრილში.

ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობების საკითხებს. მისი განმარტებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მნიშნელოვანი პროგრესია მიღწეული სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. მიმდინარე წლის შეჯამებისას თავდაცვის მინისტრმა გამოყო გერმანიასთან და საფრანგეთთან ორმხრივი კავშირების გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა. ლევან იზორიამ დიპლომატებს გააცნო ის ძირითადი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამჟამად უცხოელ პარტნიორებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მესვეურობით ხორციელდება. სამხედრო წვრთნებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა მომავალში დაგეგმილ სწავლებას Nobel Partner, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 28 ქვეყნის სამხედრო შენაერთი იქნება წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

ქართველი ელჩების წინაშე დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილიც წარსდგა, რომელმაც მიმოიხილა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, უწყების საქმიანობა და მისი რეფორმირების საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ ელჩებს გააცნო სამინისტროში სისტემური განახლების კონცეფცია და მართლწესრიგის ოფიცრის საპილოტე პროგრამა. მან რეგიონში უნიკალურ საპატრულო მომსახურეობის ცენტრზე ისაუბრა, რაშიც განსაკუთრებული როლს თამაშობს ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საქმისწარმოების ახალი მოდელების იმპლემენტაცია. კახა ქემოკლიძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანაპირო დაცვის ხომალდების გადმოცემას.

უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ ღრმავდება კავშირები EUROPOL-თან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-თან.

კახა ქემოკლიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა