logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა უმნიშვნელოვანესია
სოფიო ქაცარავა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა უმნიშვნელოვანესია
17:40 18.12.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვას შეეხებოდა.



სოფიო ქაცარავამ მოდერაცია გაუწია სესიას, რომელიც საერთაშორისო ფორმატებისა და უსაფრთხოების მექანიზმის მნიშვნელობას მოიცავდა.



„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა რეგულარულ ხასიათს ატარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციას სისტემური ხასიათი მიეცა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



„ჩვენ გვჭირდება და გვაქვს კიდეც საერთაშორისო მხარდაჭერა თუმცა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, კარლო ნატალეს.



როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, საქართველოსა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წამოყენებული რეზოლუციები, წინადადებები და განცხადებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნულმა საკითხმა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა არ დაკარგოს. „მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ხალხისთვის რეალური ცვლილებების განსახორციელებლად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყვლადი მოსახლეობის განვითარების უფლების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანი უფლებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა ძირითადი ადამიანის უფლება, რომელთა დაცვაც აუცილებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.



პანელში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი მუნხტუია ალტანგერელი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა