შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის
მოთხოვნები არ გავრცელდება. აღნიშნული საკითხი რეგიონული პოლიტიკისა დათვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებასექვემდებარება. კანონის შესაბამისად, სარგებლობის ლიცენზია არის სახეობა, რომელიც პირს ანიჭებს სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლებას და იგი გაიცემა აუქციონის წესით, თუკანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რაც გულისხმობს ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემას. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვისდადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიისმაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
„აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობებიდან გამომდინარე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღება წარმოადგენს ფორმალურპროცედურას, ვინაიდან იგი ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია განახორციელოს მგზავრთა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით მომსახურეობა. მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირი წესითლიცენზიის გაცემა ვერ განხორციელდება. გარდა ამისა, აუქციონის წესით გაცემა დაკავშირებულია დროის ხანგრძლივ პერიოდთან და სათანადო პროცედურების განხორციელებასთან, რამაც შესაძლოაგამოიწვიოს მეტროპოლიტენის საქმიანობის შეფერხება. ასეთ შემთხვევაში, კი, ზიანი ადგება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს“, - განმარტა მომხსენებელმა. მისიგანცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ
შემოთავაზებული რეგულაცია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე უმნიშვნელო გავლენას იქონიებს, ვინაიდან მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისთვის დაწესებული ერთჯერადი სალიცენზიომოსაკრებლის თანხა მცირეა და ამასთან, ასეთი ლიცენზია საშუალოდ 20 წლის ვადით გაიცემა.
„ვინაიდან სხვა პრეცედენტი არ შეიძლება არსებობდეს, მთავრობის ინიციატივაა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ლიცენზიის მიღების ვალდებულებისგან გავათავისუფლოთ“- განაცხადა ნინო ენუქიძემ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

















