logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ელჩების კონფერენციაზე მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს განვიხილავთ
დავით ზალკალიანი: ელჩების კონფერენციაზე მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს განვიხილავთ
10:55 18.12.2018
„დღეს ვიწყებთ ელჩების კონფერენციას, რომელიც წელს პირველად, ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი ახალი სიახლე გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა ძირითად მიმართულებაზე და ყველა აქტუალურ საკითხზე. წელს პირველად გვექნება თემატური განხილვები. თუკი წინა წლების განმავლობაში ელჩები ძირითადად ისმენდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრიორიტეტულ მიმართულებებს და ასევე იყო საუბარი მომავალ საქმიანობაზე, წელს უფრო მეტი ჩართულობა იქნება მათი მხრიდან და თემატურ პანელებზე განვიხილავთ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს, ისე ეკონომიკური დიპლომატიის ძირითად მიმართულებებს. ასევე გვექნება საუბარი მთავარ პრიორიტეტებზე, რაც გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წლევანდელი ელჩების კონფერენციის შეფასებისას.

დავით ზალკალიანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის, გამომდინარე იქიდან, რომ მას უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია და საბჭო განიხილავს ელჩების ჩართულობით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. მინისტრის თქმით, წელს, პირველად, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია იქნება მთავრობის მიერ დამტკიცებული.

„ვისაუბრებთ მომავალ პერსპექტივებზე და შევაჯამებთ გასულ წელს. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები და ასევე ძალიან ამბიციური ამოცანები გვაქვს მომავალი წლისთვის, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ისე იმ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. წლევანდელი ელჩების კონფერენციის მთავარი ლაიტმოტივი იქნება თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება, რაც გახლავთ საქართველოს მთავრობის ძირითადი ლოზუნგი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვასრულოთ ეს პროგრამა, ქართული დიპლომატიაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება ფოკუსირებული“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო შევიდა ახალ ფაზაში და საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან გადავიდა საპარლამენტო მოდელზე. „არჩეულია პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში და ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ძლიერდება საპარლამენტო ზედამხედველობა, საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას სწორედ სალომე ზურაბიშვილმა ჩაუყარა საფუძველი მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, რომელიც მან ჩამოაყალიბა საინაუგურაციო სიტყვაში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა