logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
19:18 17.12.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთში ვიზიტი დაიწყო.



ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან გამართა.



შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ესტონეთში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას. ირაკლი კობახიძემ ესტონელ კოლეგას ქვეყნის უმთავრეს კანონში ასახული ძირითადი ცვლილებები გააცნო.



„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. მოხარულები ვართ, რომ ესტონეთსა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობაა.

ჩვენს კოლეგას, მეგობრებს, მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთის მხრიდან ვგრძნობთ. ასევე, მიმოვიხილეთ ის პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში, ასევე, ესტონეთში. ესტონეთში მალე ტარდება საპარლამენტო არჩევნები და საუბარი ამ საკითხებსაც შეეხო. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, კონსტიტუციის ამოქმედებაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც მოჰყვება კონსტიტუციის ამოქმედებას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ესტონეთის მხრიდან, საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა რიიგიკოგუს თავმჯდომარემ.



„ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი კარგი კოლეგა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტალინში იმყოფება. მივულოცე საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება, საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა და წარმატებები ვუსურვე პრეზიდენტს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ქვეყნის მართვის საუკეთესო გზა. ხანდახან, რთულია, მაგრამ კარგი შედეგები აქვს. ჩვენს ქვეყნებს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ. ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა ეიკი ნესტორმა.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის პარლამენტის შენობა დაათვალიერა და სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა პლენარულ სხდომათა დარბაზშიც, სადაც მას და დელეგაციის წევრებს, ესტონელი დეპუტატები მიესალმნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა