logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა
18:55 17.12.2018
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.



საგარეო უწყების ინფორმაციით, SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. იგი უზრუნველყოფს წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.



აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ხსენებულ რეგიონულ გაერთიანებასთან მეგობართა ჯგუფის წევრის სტატუსით თანამშრომლობდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე კი საგრძნობლად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.



საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას. მათ შორის, გამოითქვა მზაობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვა.



აღსანიშნავია, რომ საქართველო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გატარებისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა