logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუამი-ს გენერალური მდივანი: მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ველით საქართველსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას
სუამი-ს გენერალური მდივანი: მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ველით საქართველსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას
09:44 17.12.2018
“მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი. როგორც საქართველოს მეგობარსა და სუამ-ის გენერალური მდივანს, რომლის დამფუძნებელი წევრიც არის საქართველო, მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმატება ვუსურვო მას” - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სუამი-ს გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სუამი, როგორც რეგიონალური ორგანიზაცია, ელის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსთან. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ წამოიწყო რამდნეიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ტრასპორტისა და სხვა სფეროებში. ასევე იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში, გაგრძელდება მჭიდრო კონტაქტი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობასთან.

“დღეს ძალიან მნიშვნლოვანი დღეა და მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ახლადარჩეულ პრეზიდენტს. მე მას ვუსურვებ, რომ იყოს ერთიანი, გამთლიანებული საქართველოს პრეზიდენტი, წარმოაჩინოს და დაიცვას ქვეყანა საერთაშორისო დონეზე. ასევე ვუსურვებ მიაღწიოს წარმატებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით” - აღნიშნა სუამის გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაზია თელავში გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა