logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრამ, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები შეაჯამა
ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრამ, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები შეაჯამა
18:21 16.12.2018
საქართველოს პარლამენტში ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრაზე, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018)-ის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე იმსჯელეს, რითაც ფორუმმა მუშაობა დაასრულა.



როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრამ, 2018 წლის თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები შეაჯამა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იანვრის დასაწყისში დასრულდება და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით, გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.



„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ფორუმებში. ეს გახლავთ სოლიდარობის და ინოვაციური დაფინანსების პლატფორმები. ასევე, ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის, ბლოქჩეინტექნოლოგიები, რომელიც ყოველდღიურად იძენს მნიშვნელობას, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამებში დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზაციისთვის. ეს ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორც სახელმწიფო ისე, ჰუმანიტარულ და განვითარებით პროგრამებში.



საქართველომ, როგორც გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მადლობა მიიღო პარიზის სამდივნოს ხელმძღვანელობისგან“, -განაცხადა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა.



2019 წელს ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა იაპონია იქნება.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ძლიერი პარტნიორი ქვეყანა, როგორიც არის იაპონია და რომელიც 2019 წელს გახდება დიდი ოცეულის პრეზიდენტი ქვეყანა ასევე, იქნება ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი. საქართველო იაპონიას გადააბარებს პრეზიდენტობას.



მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელზეც 2018 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად მუშაობდა აისახოს საერთაშორისო დიალოგში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.



თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018) საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობდა.



ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ხუთი პლენარული და ოთხი პარალელური სესია გაიმართა, სადაც განიხილეს: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტები; ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის; კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.



თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა 150 დელეგატი, როგორც საქართველოს ასევე, 17 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა