logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: პრეზიდენტთან ერთად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზას, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან და სწრაფ ინტეგრაციას გულისხმობს
დავით ზალკალიანი: პრეზიდენტთან ერთად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზას, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან და სწრაფ ინტეგრაციას გულისხმობს
18:19 16.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს და საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდება ხელისუფლების ცივილური და ევროპულ ფორმებში გადაცემა. მინისტრის განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია და ქვეყანა ახალ საპარლამენტო მოდელზე გადადის.

„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე მივულოცო არჩეულ პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს დღეს ფიცს და საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდება ცივილიზებულ, ევროპულ ფორმებში ხელისუფლების გადაცემა, ერთი ციკლის დასრულება, ერთი პრეზიდენტი გადასცემს ხელისუფლებას მეორე პრეზიდენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, ფიცის დადების შემდეგ. ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც გაწერილი არის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს და მთავრობას შორის კოორდინაცია, იყოს შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, მთავარ აქტთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონსტიტუციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენს ახალარჩეულ პრეზიდენტთან, მთავრობას, კერძოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს პრეზიდენტის, გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თანმიმდევრულად ჩვენი ხალხის მიერ არჩეული გზა, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან, სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსული დელეგაციების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. მინისტრმა ყველა ამ პარტნიორი ქვეყანის მიმართ, კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი მადლიერება.

„რაც შეეხება სტუმრებს, რა თქმა უნდა ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საელჩოების მეშვეობით მყისიერად დავაგზავნეთ მოსაწვევი საქართველოში აკრედიტირებული ყველა საელჩოს მეშვეობით და ასევე ჩვენი საელჩოს საშუალებით. რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ უზრუნველყოფილიყო მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლა. მე მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც მოავლინა საქართველოში დელეგაცია. ჩვენ გვყავს მართლაც საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. 60-მდე ქვეყნის 170 წარმომადგენელი არის, რომელიც მონაწილეობს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში. 20-ზე მეტმა ქვეყანამ მოავლინა მაღალი დონის დელეგაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ძალიან დიდი შეკრებები იმართება პარალელურად. მოგეხსენებათ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე დიდი ფორუმები მიმდინარეობს და ყველამ , ვინც გამონახა შესაძლებლობა და საქართველოს ეწვია დღევანდელ დღეს, ყველა ამ დელეგაციის მიმართ , მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო“-განმარტა დავით ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა