logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: ინოვაციური დაფინანსების მიმართულებით, საქართველო და საფრანგეთი ერთად წარვადგენთ რეკომენდაციას საერთაშორისო საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნის თაობაზე
მარიამ ჯაში: ინოვაციური დაფინანსების მიმართულებით, საქართველო და საფრანგეთი ერთად წარვადგენთ რეკომენდაციას საერთაშორისო საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნის თაობაზე
21:22 15.12.2018
„ყოველდღიურად იზრდება ინოვაციური დაფინასების ტექნოლოგიები და ჩვენ, საქართველო და საფრანგეთი, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ერთად, წარვადგენთ რეკომენდაციას, რომ შეიქმნას საერთაშორისო საკოორდინაციო სტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ზოგად კოორდინაციას გაწევს, არამედ იქნება უფრო აქტიურად ჩართული როგორც დაგეგმარებაში, ასევე პროგნოზირებაში, ანალიზში და შეფასების პროცესში ინოვაციური დაფინასების სხვადასხვა მექანიზმის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა მარიამ ჯაშმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პანელური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა.



საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ შემაჯამებელი სესიის მონაწილეებმა მოისმინეს ოთხ პარალელურ სესიაზე შემუშავებული რეკომენდაციები. პირველი სესიაზე რეკომენდაციები შეიმუშავეს პარლამენტებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, მეორე სესიაზე - ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, მესამე სესიაზე - სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და მეოთხე სესიაზე- საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებმა.



მარიამ ჯაშის განცხადებით, ყველა ეს მოსაზრება გათვალისწინებული იქნება თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის 2018 წლის რეკომენდაციებში, რომელიც დასრულდება წლის ბოლოსთვის და შემდგომ, უკვე ინოვაციური დაფინანსების პარიზის სამიტის სახელით წარდგენილი იქნება აღნიშნული რეკომენდაციები გაეროს გენერალური მდივნის ოფისში.



„რადგან ჩვენ გლობალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსება გაძლიერდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 2.5 ტრილიონი ამერიკული დოლარის დეფიციტი არსებობს დაბალი შემოსავლის ქვეყნებში. ასევე, რა შეიძლება გაკეთდეს გლობალურ, რეგიონალურ და ქვეყნის დონეზე, რომ ეს ფინანსური დეფიციტი შეივსოს და რა მექანიზმები არსებობს.



ერთ-ერთი კარგი მაგალითი ინოვაციურიო დაფინანსების მექანიზმის არის საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია მუშაობს და 15 მილიონი ლარის მობილიზაცია მოახდინა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. არსებობს მექანიზმების მეორე მიმართულება, რომელსაც ეწოდება ე.წ. სოციალური ინვესტიციები, როდესაც კერძო სექტორის ინვესტიცია ხდება კონკრეტული სოციალური ან საზოგადო სიკეთის შესაქმნელად. და მესამე არის ბლოქჩეინის ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მობილიზაციის, არამედ სახელმწიფო ან საერთაშორისო პროგრამების ადმინისტრირების ხარჯების შემცირების“,-აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა მარიამ ჯაშმა.



ხვალ, ფორმის ფარგლებში TISIFF 2018-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა