თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი
(TISIFF 2018)-ის ფარგლებში გამართულ მესამე პარალელურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები მიმოიხილეს.
სესიას მოდერაციას უწევდა გამოყენებითი ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი ჯუდი კურიანსკი; „FERDI“-ის პროგრამების მენეჯერი მათიუ ბუსიშა და არველაძეების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რეზი არველაძე.
სესიის მონაწილეებმა ინოვაციური დაფინანსების ტრადიციულ საჯარო და კერძო დაფინანსების შედარებაზე; TISIFF 2018-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე და დამატებით შემოთავაზებებზე იმსჯელეს.
განიხილეს თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ხელი შეუწყოს ინოვაციური დაფინანსების გაძლიერებას; ასევე, იმსჯელეს თუ რა სახის ხელშეწყობა სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმისათვის რომ ინოვაციური დაფინანსების დღის წესრიგში იყვნენ ჩართულები.
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში ოთხი პარალელური სესია გაიმართა, რომლის მუშაობაში ჩართულები არიან სამთავრობო, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული სესიის მიზანია, წვლილი შეიტანოს ფორუმის შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებაში.

















