logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმას სპიკერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმას სპიკერს შეხვდა
21:19 15.12.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას სეიმას სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.



ლიეტუვას სეიმას სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ლიეტუვას პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა.



მხარეებმა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ვიქტორას პრანცკიეტისმა ქართველ კოლეგას ლიეტუვას მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.



შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობასა და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გამახვილდა.



სეიმას სპიკერმა დაგმო რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.



თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მადლობა გადაუხადა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სეიმას მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.



საუბარი, ასევე, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირების მნიშვნელობას შეეხო. მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს 2019 წლის აპრილიდან თბილისსა და ვილნიუსს შორის პირდაპირი ავიაფრენების დანიშვნა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, სეიმას სპიკერმა ირაკლი კობახიძე ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია.



„ვისაუბრეთ ორმხრივ, ძალიან აქტიურ თანამშრომლობაზე, რითაც ლიეტუვა და საქართველო მართლაც გამოირჩევიან. ასევე, საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ლიეტუვას მხარდაჭერის შესახებ. განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები, თანამშრომლობის ყველა ის მიმართულება, რაც ლიეტუვას და საქართველოს უკვე წლების მანძილზე, წარმატებით აკავშირებთ და ვახორციელებთ იმ პროექტებს, რაც ამ თანამშრომლობას კიდე უფრო აღრმავებს.



სპიკერმა კიდევ ერთხელ გადმოგვცა ლიეტუვას პრეზიდენტის მილოცვა. დალია გრიბაუსკაიტე იყო პირველი, რომელმაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე, უახლოეს მომავალში, ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა