logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია მდგრადიგანვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო
საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია მდგრადიგანვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო
20:05 15.12.2018
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო. ამ ახალ ინსტრუმენტებად კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები განისაზღვრება.

სესიის მოდერატორის, თამარ ჭელიძის (პირველი კონსული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა) განცხადებით, სესიის განსახილველი საკითხი უკავშირდება ინოვაციურ და ბლოკჩეინ პლატფორმებს გაეროს 2030 დღის წესრიგის დაფინანსებისათვის. მისი თქმით, დღეისათვის მთავარი კითხვებია: გახდება თუ არა კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ძირითადი მამოძრავებელი მექანიზმები ინოვაციური დაფინანსებისათვის და გახდება თუ არა ტექნოლოგიების დეფიციტის რამდენიმე ტრილიონით შევსება რეალობა 2030 წლისათვის. მისივე თქმით, სწორედ ამ კითხვებზე ეცდებიან უპასუხონ სესიის მომხსენებლებმა.

ტოუფი სალიბამ (აღმასრულებელი დირექტორი Toda. Network, თანათავმჯდომარე UN AI/Blockchain initiative) ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომლებიც აუცილებელია ბლოკჩეინების გასავრცეებლად მსოფლიოს 0.2 %-დან დანარჩენ 98.8 %-ში. შემდეგ კი მან სესიის მონაწილეთა მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

მაკა დელამილიეს (ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლა, ტექნოლოგიების პროფესორი) გამოსვლა დაეთმო თემას - BCT/DLT ტექნოლოგიების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციაში. ამ კუთხით, მან სესიის მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა მდგრადი განვითარების მიზნების იმ მიმართულებებზე, რომლებიც ძირითადად ორ საკითხს უკავშირდება, ესაა - განათლება, ინოვაციები და მეცნიერება.

ვიქტორ პეტერმა (ბლოქჩეინ ლაბორატორია, GIZ) გერმანიის მაგალითზე, ისაუბრა ქვეყნის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ბლოქჩეინტექნოლოგიების გამოყენებაზე 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ბლოქჩეინტექნოლოგიების გამოყენებაში ქვეყნის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ჩინეთის მაგალითზე ისაუბრა ფენგ ჟენგმა (გლობალური მარკეტინგის დირექტორი, Gingkoo). მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის ცდილობს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერიმენტების წინა ფრონტზე იყოს და დღეს კომპანია მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების თაობაზე მუშაობს.

მარიამ ტურაშვილის (პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოსიუსტიციის სამინისტრო) პრეზენტაციის თემა იყო „ ბლოქჩეინები მთავრობისთვის, კონცეფციიდან რეალობამდე – საქართველო“.მან სტუმრებს მოკლედ გააცნო ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური აღმალობის დინამიკა. მარიამ ტურაშვილმა სესიაზეხაზი გაუსვა ტექნოლოგიური განვითარების პირდაპირ კავშირს ეკონომიკურ ზრდასთან. მისი თქმით, საქართველო იყო პირველიქვეყანა, რომელმაც ბლოქჩეინტექნოლოგიები გამოიყენა სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსმაგალითით დაინტერესდნენ უცხოეთის სამეცნიერო წრეები.

„ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნებს - სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნებს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში“, - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.

დასასრულ, მომხსენებლებმა სესიის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა