logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: – ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 მიზნებისთვის
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მესამე პლენარული სესია: – ინოვაციური დაფინანსების ახალი პლატფორმები გაეროს 2030 მიზნებისთვის
16:39 15.12.2018
პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) სესიების ფორმატში წარიმართა.

ფორუმის მონაწილეებმა, მესამე სესიაზე, რომელსაც პარლამენტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილიუძღვებოდა გაეროს 2030 მიზნებისთვის ინოვაციური დაფინანსების ახალ პლატფორმებზე იმსჯელეს.

„სესია აქცენტს გააკეთებს ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, რომელიც შექმნილია რესურსების მოსაზიდად და შედეგების მისაღებად ადამიანის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი, საინვესტიციო პორტფოლიოების სწორად დაგეგმვის საშუალებით. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ კონკრეტული მაგალითები გერმანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ინოვაციურ დაფინანსებაში”, – განაცხადა სესიის მოდერატორმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სოფი მეიზონავმასხდომაზე, იმ ახალ ელემენტებზე ისაუბრა, რაზეც საფრანგეთი მიმდინარე პერიოდში მუშაობს. მისი თქმით ეს არის გარანტიები და დონაციები.

„მილიონზე მეტი დონაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეისთვის და ის ინსტრუმენტები, რომელიც საფრანგეთში, პარიზში გაგვაჩნია – ეს არის საგარანტიო ინსტრუმენტი”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ფინანსურ ინსტიტუტებს და კერძო მეწარმეებს ქვეყანა აძლევს დანაკარგების ანაზღაურების გარანტიებს.

„ეს არის ის დიდი ზეგავლენა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ინოვაციური დაფინანსების ახალ-ახალი ფორმების დაფინანსების მოძიებით და დამკვიდრებით. ჩვენ მოვახერხეთ კერძო რესურსის მოპოვება და ამავდროულად, ამ პროექტში აქტორების შემოყვანა. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზომოთ ის წარმატება რომელიც შეიძლება ამ თანხების როგორც მოძიებამ ასევე, მათმა სწორად განკარგვამ შეიძლება მოგვცეს”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ეროვნულ დონეზე შექმნილია გარკვეული ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც ხელისუფლების ასევე, აკადემიური წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ინვესტორები რომლებიც ერთდროულად განიხილავენ რეალობას.
„ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ყველა ქვეყანამ იმის მიხედვით თუ რა მოთხოვნილებები და საშუალებები გააჩნია მას”, – განაცხადა სოფი მეიზონავმა.
მომხსენებლის რეკომენდაციით, ქვეყნებში წინასწარ უნდა იქნას შესწავლილი პრობლემური საკითხები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა ინსტრუმენტები უნდა იქნას გამოყენებული ამ პრობლემების მოგვარებისთვის.
„ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს მდგრადი განვითარების პრინციპების თუ მიზნების მიღწევა, რათა ვიმოქმედოთ ამის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ პროგრესს მივაღწიოთ 17 პრინციპის დანერგვასა და განხორციელებაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ შკალირება იმ თანხებისა, რომელიც საჭიროა გადაუდებელი საქმიანობისთვის მიემართოს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, ასევე უმნიშვნელოვანესია მეთოდოლოგიის შედგენა.
ფინეთის ინოვაციური ფონდი „Sitra”-ს პროექტების დირექტორმა მიკო პიკომ დამსწრე საზოგადოებას ფინეთის გამოცდილებაზე და ფონდის „Sitra”-ს საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი და გლობალური საზოგადოება. კეთილდღეობა არის საფუძველი ყველა ჩვენი საქმიანობის”, – განაცხადა მიკო პიკომ.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია დანახული იქნას თუ რისი მიღწევა გვსურს გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ტიპის ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი იქნას მიღწეული და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოზიტიური ცვლილებები მოხდეს.
„მომავალი წლის მეორე ნახევარში ფინეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარეობის ქვეშ და ეკონომიკისა და კეთილდღეობის განვითარება იქნება ჩვენი მიღწევა. ადამიანების ცხოვრებას უნდა შევხედოთ ძალიან ჰორიზონტალურად. ევროკავშირის მასშტაბით უნდა შეიქმნას შედეგებზე ორიენტირებული ფონდი და ფინეთის აზრით, ეს იდეა შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არამედ, ქვეყნების უფრო ფართო არეალისათვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.
„Finance in Motion GmBH”-ის ინვესტიციების მენეჯერმა, ნანა მიქაშავიძემ გლობალური კომპანიის საქმიანობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ისინი ფონდების საშუალებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მუშაობენ.
„ჩვენ გვაქვს კომპლექსური მიდგომა. ვახდენთ არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არამედ გვაქვს ტექნიკური დახმარების ფინანსური ხაზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ კარგი ინვესტიციები და შემდგომ, მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ანგარიშვალდებულებას და ჩვენს მიერ განხორციელებული ზეგავლენის გაზომვას”, – აღნიშნა მომხსენებელმა.
სესია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა