logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია: - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის
სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია: - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის
16:14 15.12.2018
თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეორე პლენარული სესია დაეთმო თემას - ინოვაციური განვითარების არსებული ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის.



სესიას მოდერატორის, საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მეორე სხდომა დაეთმო წარმატებული მაგალითების წარმოდგენას, რომელ ქვეყნებშიც ეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები რეალურად არის ამუშავებული და მიმდინარეობს წყაროების მობილიზაცია იგივე გადასახადების სახით, ასევე მოქმედებს სხვადასხვა ფილანტროპული პლატფორმები გლობალურ დონეზე - როგორც რეგიონულ, ისევე ქვეყნების დონეზე.



სესიაზე ლუკ ლაპონტემ (გლობალური საბჭო, კონკორდია), თავისი გამოსვლა დაუთმო საკითხს - გლობალური ხედვა ინოვაციური დაფინანსებისათვის. მისი თქმით, ფინანსების მოზიდვას ინოვაციური კუთხით უდგებიან. დასახულია ფულის მოძიების ახალი გზებიც. ამასთანავე, მისივე თქმით, დიდი ძალისხმევა მიმართული არა მხოლოდ ფინანსების მოძიებაზე, არამედ ცოდნის დაგროვებისთვისაც, რომელიც ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე ანალიზს ეყრდნობა: საჭიროა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ადამიანური კაპიტალი - გვჭირდება თაობების, პიროვნებების გაზრდა, თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება და როგორ დახარჯონ შემდეგ ის საუკეთესო ფორმითა და მიმართულებებით.



საქართველოს სოლიდარობის ფონდის სამედიცინო განყოფილების უფროსმა ეკატერინე ფესტვენიძემ ამ კუთხით ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სოლიდარობის ფონდი, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს. სოლიდარობის ფონდი ეხმარება ბავშვებს, ახალგაზრდებს მძიმე დაავადებების დაძლევაში. მისი განცხადებით, ფონდის შექმნაში და შემდეგ მის წარმატებულ ოპერირებაში, რომელმაც ასობით ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა, უნდა აღინიშნოს ასევე მარიამ ჯაშის დიდი მცდელობა და ძალისხმევა. მან ისაუბრა სოლიდარობის ფონდის შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და შედეგებზე.



დევიდ ჰილმანმა (დირექტორი, Stamp Out Poverty, გაერთიანებული სამეფო) ისაუბრა ინოვაციური განვითარების რეგიონულ გამოცდილებაზე ევროკავშირთან მიმართებაში, ხოლო ვინი პატრიკ სალდანამ (UNAIDS-ის რეგიონული დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში) - აივ/შიდსზე რეაგირებისთვის ინოვაციურ დაფინანსებაზე.



მოხსენებების შემდეგ სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა