logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
15:57 15.12.2018
„საქართველო, საფრანგეთსა და წამყვანი ჯგუფის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, უზრუნველყოფს, რომ 2018 წლის თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები გაეროს უფრო მაღალი დონის დიალოგისთვის გადაეცეს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“, განაცხადა.


ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.


„საქართველოს, როგორც განვითარების ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანას, უდიდესი პატივი ხვდა წილად, უმასპინძლოს თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე ფორუმს. მოხარულები ვართ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ფორუმის წამყვან ორგანიზაციას საქართველოს მთავრობასთან, გაეროს, საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებული ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივმოქმედ სამდივნოსა და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარეობამ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე საერთაშორისო დიალოგისთვის.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განვითარების დღის წესრიგისთვის ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი კატალიზატორებია მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში შეზღუდულია.


„მდგრადი განვითარების 17 მიზნის წარმატებული განხორციელება გამოწვევის წინაშე დადგა არსებითი ფინანსური გარღვევის გამო - დაახლოებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად. ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანეს კატალიზატორებად მოგვევლინა მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად, მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში და ოფიციალური განვითარების დახმარება ასევე შეზღუდულია მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.7%-მდე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.


„განსაკუთრებით ველით თქვენგან გამოცდილებისა და რეკომენდაციების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინოვაციური დაფინანსების პროგნოზირება, გენერირება, კოორდინაცია და გავლენის შეფასება 2030 წლის დღის წესრიგისათვის“,- მიმართა მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა