logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაშმა თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმზე TISIFF 2015 რეკომენდაციებსა და TISIFF 2018 ფორუმის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა
მარიამ ჯაშმა თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმზე TISIFF 2015 რეკომენდაციებსა და TISIFF 2018 ფორუმის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა
15:39 15.12.2018
საქართველოს პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიხსნა.


კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი მარია ჯაში.

მარიამ ჯაშმა TISIFF 2015 რეკომენდაციებზე და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის - TISIFF 2018 მოლოდინებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ინოვაციური დაფინანსების ძირითად სირთულეებზე.

„ძირითადი სირთულე არის 37 ტრილიონი დოლარის მოპოვება, რომელიც საჭიროა 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საუბარია წელიწადში 2,5 ტრილიონის დეფიციტზე. ფინანსური დეფიციტი განსაკუთრებით კრიტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ფინანსური შემოსავლები ძალიან დაბალია. ამასთან, ტენდენციებიც არ არის ოპტიმისტური“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) -ის მიერ გაცემული დახმარების ოდენობა თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

„ინოვაციურ დაფინანსებას აქვს ტრანსფორმაციული ხასიათის როლი, იმისთვის რომ დააფინანსოს მდგრადი განვითარების მიზნები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ECOSOC-ის დოკუმენტების შემუშავებაში საქართველოს წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ეს არ არის საკმარისი.

როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საფრანგეთმა და საქართველომ სხვა წევრიქვეყნებისა და წამყვან პარტნიორებთან ერთად ინოვაციური დაფინანსებისთვის ახალი პოტენციური წყაროების მოძიება დაიწყეს.

„ამ ძიების პროცესში, ინოვაციური დაფინანსების მიზნით, საქართველოში შევქმენით თბილისის პირველი საერთაშორისო ფორუმი, რისშედეგად შემუშავებული იქნა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის TISIFF- ის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დაფინანსების მობილიზაცია და გააქტიურება 2030 წლისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, რეკომენდაციები განიხილავს საერთო მოქმედებას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ინოვაციური დაფინანსება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, TISIFF 2015 წლის დისკუსიებმა თანხების მობილიზაციისთვის14 ახალი ინოვაციური პლატფორმა გამოკვეთა.

„ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სპორტი დაინდუსტრიები. ეს არის ის პლატფორმები, რომელთა განვითარება, გაძლიერება და სტიმულირებაც შეიძლება გლობალური საზოგადოების მიერ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების შემოთავაზებულ მექანიზმებს შორის არის საგადასახადო შეღავათები, ნებაყოფლობითი კონტრიბუციები და სხვა ინსტრუმენტები. მომხსენებელმა კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა, მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებზე, რა იქნება თითოეულის დაფინანსების წყარო და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეული ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინოვაციური დაფინანსების დიალოგი სულ უფრო დაუფრო ფართოვდება.

„შერეული დაფინანსება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სოციალური ზემოქმედების ინვესტიციები, მწვანე ობლიგაციები, კონტრიბუციები და საგადასახადო შეღავათები ქმნიან ტრადიციულ და განჭვრეტად პლატფორმებს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ისლამის განვითარების ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ 3 მლრდ. დოლარს ჩადებს ინოვაციური პლატფორმების განვითარების მიზნით.

„მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ძირითადად, ყურადღება გავამახვილეთ განჭვრეტად პლატფორმებზე დასამომავლო დაფინანსებაზე. იმის მიუხედავად, რომ სრულიად ახალი ეკოსისტემა წარმოიქმნა, რაც მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, წარმოიქმნა ბლოქჩეინები, კრიპტოვალუტა და ა.შ. შეიქმნა ახალი საპილოტე პროგრამები სხვადასხვა ქვეყნისთვის სიღარიბის დასაძლევად, იმისთვის რომ მდგრადი განვითარების განხორციელება მოხდეს“, - განაცხადა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა განვითარდეს ბლოქჩეინის ტექნოლოგიები. რა ინსტრუმენტები უნდა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის. „აი ეს არის ის შეკითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხად მილიონობით და ტრილიონობით დაფინანსებას. ამ კონტექსტის გარშემო ჩვენ შევქმენით გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გეგმა რომელიც, მიმდინარე, 2018 წლის ფორუმზე, იქნება წარმოდგენილი და განხილული. ეს არის პარტნიორობა, თანადგომა, იმისთვის რათა გავხსნათ ახალი რესურსებისათვის წვდომა ჩვენი სხვადასხვა პლატფორმისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ იმისთვის, რათა გაცილებით კარგად განვმარტოთ სოლიდარობის და ინოვაციების დაფინანსების არსი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი უნდა მოექცეს პაკეტში, რომელიც უნდა განხორციელდეს პარტნიორობისა და კოორდინაციის გზით, თავად გაეროს სისტემის შიგნით. „მიგვაჩნია, რომ გაეროს სისტემა არის ყველაზე უფრო მისადაგებული მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. გაეროს მიერ დაწესებული ჩარჩო დღეისთვის არის ყველაზეუფრო ქმედითი“, - განაცხადა მომხსენებელმა.



ფორუმზე მარიამ ჯაშმა განცხადა, რომ აფხაზეთი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან იქ მხოლოდ განვითარების პრობლემაა, არამედ არის ჰუმანიტარული კრიზისი.

„აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ იქ ნამდვილად ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე და ეს მხარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ქვეყნების აქტივობა და რეკომენდაციები განსაზღრავს ინოვაციური დაფინანსების შემდგომ სახეს. მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ამას ახალი თავმჯდომარე - იაპონიის სახელმწიფო შესანიშნავად გაუძღვება.

პარლამენტში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვინაი პატრიკ სალდანჰა.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდება TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაეროს გენერალური მდივნის აპარატს.

ფორუმში მონაწილეობას იღებს 150 დელეგატი, მათ შორის არიან 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსადა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის TISIFF 2018 ფორუმის მიზანია გაეროს 2030 დღის წესრიგის დასაფინანსებლად ინოვაციური პლატფორმების მნიშვნელობისდადასტურება, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური დაფინანსების უფრო ეფექტური მართვის, პროგნოზირების, შედეგების ანალიზისა და გამჭირვალობისათვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა.

2015 წელს თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ფორუმის შემდეგ საქართველო გახდა ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 2017- 2018 წლებში საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად საქართველომ 3 შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე და 73-ე სესიებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის ფორუმის ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა