logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა
11:47 15.12.2018
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის წევრებს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა წარუდგინა. ოქმის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 988 787-მა ამომრჩეველმა. ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობამ 59 778 შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შემდეგია:

№5 გრიგოლ ვაშაძე - 780 680 ხმა (40.48%)
№48 სალომე ზურაბიშვილი - 1 147 701 ხმა (59.52%)

საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.

სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეფასდა დადებითად, კონკრეტულად კი არჩევნების დღეს - კენჭისყრის პროცესიც და ხმის დათვლის პროცედურებიც. სიტყვით გამოსვლისას, ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლების გადაწყვეტილების მნიშვნელობას, - “თითოეული ამომრჩევლის აზრი და გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც კომისიის წევრებს, გვმართებს ამომრჩევლის პატივისცემა. ამდენად მე ამ არჩევნების შედეგებს, ამ ამომრჩევლის აზრს ვცემ პატივს და ვეთანხმები იმ შედეგებს და იმ ნებას, რაც ამომრჩეველმა გამოხატა. მითუმეტეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგები და შედეგების ლეგიტიმაცია არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს - საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მედიას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა