logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ბუნდესტაგის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების გამოცდილებას გაეცნო
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ბუნდესტაგის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების გამოცდილებას გაეცნო
15:22 14.12.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია, აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისა და აპარატის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით ბერლინს ეწვია, სადაც გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მოღვაწე ბუნდესტაგის სტრუქტურული ერთეულებისა და კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანი გერმანიის პარლამენტის თანამშრომელთა სწავლებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრსა და გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დაწყების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების სფეროში ბერლინსა და ბრანდერბურგის მიწაზე მოღვაწე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გამართა.

მნიშვნელოვანი შეხვედრა ბუნდესტაგის იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომლებიც აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგულარულ სწავლებაზე არიან პასუხისმგებელი.

გერმანელ პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრისგაძლიერებაზე გამიზნული ერთობლივი გეგმები დაისახა, რაც 2019-2020 წლების პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონკრეტული მიმართულების განხორციელება იქნება.

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და ორგანიზებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში პარლამენტის სასწავლო ცენტრში ძირეული რეფორმები განხორციელდა. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა სასწავლო ცენტრის გაძლიერებას, მისი ფუნქციიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე; გაფართოვდა თანამშრომლობა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა