logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
17:53 13.12.2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ პარლამენის პლენარულ სხდომაზე გუშინ, 12 დეკემბერს, მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ სახელით, ვეხმაურებით 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველ რიგში,კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არამხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ თითოეულ საარჩევნო ოლქში და მთელს ქვეყანაში!

ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს კოლეგებს და რა თქმა უნდა, ოპოზიციის წევრებს, პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს და მკაცრად ვიცავთ საპარლამენტო ეთიკის ნორმებს. შესაბამისად,ყველას და განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოვუწოდებთ ანალოგიური ქცევისკენ.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, რომელიც ჩვენი ფრაქციის რამდენიმე წევრის მისამართით გაისმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას მიერ - გვაქვს მხოლოდ ერთი დასკვნა და პასუხი:ფაქტია, ჩვენი მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული აგრესიით თავს ესხმიან იმ ოლქებს, სადაც როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, უპირობო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქალბატონმა სალომეზურაბიშვილმა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს კამპანია მიმდინარეობს გამარჯვებული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით!

ამასთანავე, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ყოვლად დაუსაბუთებელ თავდასხმას ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარზე, ბატონ ენზელ მკოიანზე, ხოლო მეორეს მხრივ,მოვისმინეთ გაურკვეველი მუქარა დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, ბატონი კახა ოქრიაშვილის მისამართით.

ჩვენი შეფასებით, ეს არის თავდასხმა არამხოლოდ კონკრეტულ ოლქებსა და გამარჯვებულ მაჟორიტარებზე, არამედ თავდასხმა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელიაჩვენთვის, როგორც მაჟორიტარებისთვის. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ორ-მესამედში სწორედ შერეული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებიააპრობირებული და ეფექტურადაც მუშაობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა