logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა
16:17 13.12.2018
„გიორგი მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში, ის ცდილობს რაღაცნაირად, თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით, კუდი მოიქნიოს - ეს არ არის ღირსეული საქციელი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, ანუ, რას გულისხმობს პრეზიდენტი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებასაც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. დღეს გამარჯვებულია „ქართული ოცნება“, მისი თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა ის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერმინისტრი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა.

„რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭებული,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა