logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები ამოქმედდება
ირაკლი კობახიძე: დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები ამოქმედდება
16:12 13.12.2018
„დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები ამოქმედდება, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას, არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში, გარდა ამისა, უკვე ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას უწყდება უფლებამოსილება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული სანქციები ამოქმედდება რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გაცდენების პრობლემას დაძლევს.

„გასული სესიების განმავლობაში, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს სესიის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ეს უკვე გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები. ამით დაიძლევა ის პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედავთ, რომ ხშირად ირღვევა ეთიკის ნორმები, ხშირად ხორციელდება პროვოკაციები, ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე მერამდენედ, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო სივრცეში, მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა უკვე ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა, თუმცა, ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ როგორც პოლიტიკური პასუხი, ასევე, სამართლებრივი პასუხი და ამ სამართლებრივ პასუხს გვაძლევს ჩვენ რეგლამენტი იმ ეთიკის კოდექსით, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა