logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონში ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია კანონში ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია
15:40 13.12.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზანია კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია.

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში მსჯელობა გაიმართა. მისივე განმარტებით, შტატების რაოდენობა ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება და ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, შექმნილი 60 შტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

„ამ მსჯელობის შედეგად, ეთხოვა ჩვენს ერთ კოლეგას, დაეინიცირებინა დღეს კანონპროექტი. თავიდანვე იყო გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დღესაც არის ეს აზრთა სხვადასხვაობა გუნდში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იცვლება შტატების რაოდენობა. იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად ეს კანონპროექტი, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პირადად, ჩემი აზრია, რომ რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია კანონში ამ ცვლილების განხორციელების გარეშეც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მსჯელობა გაგრძელდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა, რაც არასწორია. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიუჯეტის კანონის თანახმად, რეორგანიზაცია გარდაუვალია.

„გადაწყვეტილების არსი ამაში მდგომარეობს, რომ ან მიიღებ და ან გაიწვევ. მალევე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ატყდა ზედმეტი აჟიოტაჟი, როგორც ჩვევიათ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, ზოგადად, კრიტიკას, იმიტომ რომ კრიტიკის საფუძველზე ყალიბდება საბოლოო ჯამში, სწორი აზრი, თუმცა, არ არის სწორი არაჯანსაღი აჟიოტაჟის ატეხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის განხილვა შეიძლება აჟიოტაჟის გარეშე.

რეორგანიზაციას, თავისთავად, ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ იყო გაბერილი შტატები. 140 იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის კანონით და რეალურად, იყო 119 შტატი, რამდენადაც ვიცი. ბიუჯეტის ახალი კანონის მიხედვით არის გათვალისწინებული 60 შტატი. შესაბამისად, რეორგანიზაცია არის გარდაუვალი, რეორგანიზაციის განხორციელების დროს უნდა განისაზღვროს თითოეული თანამშრომლის სტატუსი. ზოგიერთ მათგანს ექნება პროფესიული მოხელის სტატუსი, ზოგიერთი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული, ეს არის პრეზიდენტის მიერ განსასაზღვრი. ამის მიხედვით ჩამოყალიბდება რეორგანიზაციის გეგმა და განხორციელდება რეორგანიზაცია. პირადად ჩემი აზრია, რომ მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება ხელი რეორგანიზაციის განხორციელების დროს იმ პირობებში, თუ ის იმოქმედებს დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მე პირადად, მგონია რომ არ არის საჭირო ამ კანონის მიღება.

გაგრძელდება მსჯელობა. უახლოეს დღეებში მივიღებთ ორიდან ერთერთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა