logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა
ევროკავშირის წარმომადგენლობამ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა
11:43 13.12.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იყვნენ.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა სამინისტროსთან არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ხოლო სამინისტროს მხრიდან აქცენტი იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე გაკეთდა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უწევს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. განსაკუთრებით წარმატებით შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოების მეორე ეტაპი წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მხარეები კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ, რაც მომავალში აღნიშნული სკოლის ცნობადობას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა