ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, განათლების სექტორში საინტერესო და
მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მას მხარს დაუჭერს.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება. პირადად, ჩართული ვარ რეფორმის მომზადების პროცესში. ვიმედოვნებ, რომ ამ რეფორმას დავუჭერთ მხარს მიუხედავად იმისა, ოპოზიციაში ვართ თუ ხელისუფლებაში იმიტომ რომ რეფორმა სწორია. მის მომზადებაში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტები. ეს არის საშვილიშვილო საქმე და ვფიქრობ, როდესაც საქმე განათლებას ეხება, აქ სივრცე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და პოპულიზმისთვის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

















