logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
მამუკა ბახტაძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
15:07 12.12.2018
ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და მდგრადი რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და თვალსაჩინოა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება მთავრობის მაღალი დონის პრიორიტეტია, რასაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ საკითხების ფართო სპექტრზე. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ მდგრადი რეფორმების კურსი და საქართველოს მდგრადი წინსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მტკიცე განზრახვაა ქართველი ხალხის ნების აღსრულება, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს გულისხმობს. მე, რა თქმა უნდა, აღვნიშნე ჩვენს მიერ ნაკისრი მტკიცე ვალდებულება, რომ ყველა ამ მიზნის მიღწევაში სრული მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. განვიხილეთ ამის კონკრეტული გზები და შევეხეთ შავი ზღვის აუზში მეტ უსაფრთხოებას, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფას - რაც უკვე ხორციელდება. ასევე, ვისაუბრეთ პრაქტიკულ საოპერაციო საკითხებზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივი ძალისხმევით. მომდევნო წელს მეტ ნატო-ს იხილავთ საქართველოში; გვექნება ბევრი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში და ამით ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ძალისხმევა ქმედითია. ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე. პრემიერ-მინისტრს მივულოცე არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ამას აცნობიერებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს სურს მშვიდი და ნაკლებად პოლარიზებული დისკუსია სამომავლოდ. ნატო-ში ჩვენ გვსურს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველ ხალხსაც ეს სურს. ამდენად, ძალიან დამაიმედა მისმა სიტყვებმა. ჩვენ ორივეს გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა