logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს
12:04 12.12.2018
დღეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით გაიმართება.

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს ყველა იმ გამოწვევას, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება რუსეთის მხრიდან, უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალსა და ახალგორში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ასევე, საქართველოს წარმომადგენლები დასვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებენ სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. ქართველი მონაწილეები კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს.

საქართველოს დელეგაცია ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციის პროცესზე და მოითხოვს მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობოდ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენას. წინა დღეს საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. 11 დეკემბერს გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქალთა ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხაზი გაესვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე მუშაობის აუცილებლობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა