logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ეს არის კარგი შესაძლებლობა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში
სოფიო ქაცარავა: ეს არის კარგი შესაძლებლობა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში
21:35 11.12.2018
ბულგარეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ინიციტივით გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ თემაზე „ნატო-საქართველო, არსებული გამოწვევები და 2018 წლის ბრიუსელის სამიტი“.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ჩართული იყო კონკურსის მიმდინარეობის პროცესში და გამარჯვებული ესეების ავტორების გამოვლენაში.



სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვას და მის გუნდს კონკურსისთვის, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა.



„ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსში და იმსჯელონ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა და იგრძნონ თავი პოლიტიკური პროცესების განუყოფელ ნაწილად. მოხარული ვარ რომ ესეების კონკურსი იყო ნატოს შესახებ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წახალისება და მოტივირება ამ მიმართულებით.



მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს სტუდენტებთან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში და კონკურსებში, რადგან სწორედ ისინი არიან ქვეყნის მომავალი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ვაფასებ საელჩოს ძალისხმევას ამ პროცესში, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში და მიმაჩნია, რომ ეს არის ყურადსაღები საქმე. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ესეების წაკითხვის დროს და მივხვდი, თუ რა დამოკიდებულებებია ახალგაზრდების მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორ უდგებიან და აფასებენ პროცესებს“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.



სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა ყველა დასახული მიზნის მიღწევაში.



ესეების კონკურსის შედეგად კი გაიმარჯვა ირაკლი გაბიძაშვილმა, რომელიც სასწავლო ტურით სოფიაში გაემგზავრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა