ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა
საკონსულტაციო ჯგუფმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ გახსნა.
„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელება. შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფებისნაწილმა უკვე განახორციელა გარკვეული საქმიანობა. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ რა გაკეთდა როგორც წინა სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან მიმართებაში, აქ ჩვენ პრაქტიკულად უკვე ვასრულებთ მეორე სამოქმედო გეგმას და ასევე, მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებების ნაწილში რა გაკეთდა სექტემბრიდან დღემდე. დღეს, ასევე განვიხილავთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDF) დახმარებით მომზადებულ ორ დოკუმენტს. ეს ორი დოკუმენტი ახალი სამოქმედო გეგმისვალდებულებებს ეხება. ეს არის: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიისა დასამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი და საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი“,-განაცხადა ირინა ფრუიძემ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობისჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDF) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილი.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.
„ჩვენ მეორე სამოქმედო გეგმიდან დარჩენილი გვქონდა გარკვეული ვალდებულებები, რაც განპირობებული იყო ახალი რეგლამენტის მიღების პროცესის გაჭიანურებით და იქედან გამომდინარე, რომ რეგლამენტი უკვე მიღებულია, შესაბამისად, ბევრი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ რეგლამენტთან, ავტომატურად შესრულებულია“,-განაცხადა ირინა ფრუიძემ.
მისივე თქმით, ორი ვალდებულება, რაც პეტიციისა და საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული წესით წარდგენას ეხებოდა,რეგლამენტის მიღებით თითქმის შესრულდა, თუმცა შესასრულებელი დარჩა ტექნიკური დავალება, რომელიც ეხებაელექტრონული წესით ხელმოწერის საკითხს პარლამენტის ვებსაიტზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსსსიპ-თან მოლაპარაკება ამ ინსტრუმენტის შესყიდვასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ვალდებულება ეხება პარლამენტი შენობის ადაპტირებას, რომლის შესრულება გაუადვილებს გადაადგილებისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კონცეფცია უკვე შემუშავებულია, ხოლო პარლამენტის თბილსისსასახლის ადაპტირება პრაქტიკულად დასრულებულია.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ასევე შესრულებულიავალდებულებები, რომლებიც შეეხება: პარლამენტი საქმიანობის ყოველწლიური გეგმის შემუშავებას, საჯარო ინფორმაციისანგარიშების მონოტორინგს, განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებას, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშიცვლილებების შეტანის დასაბუთებას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის და პარლამენტისგენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ახალი უფლებამოსილებების დამატებას და სხვა.
როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ხუთი ვალდებულება, კერძოდ: პარლმენტისმიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი, ბიუჯეტის შემუშავებისა დადამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებაინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში დასაპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა მესამე სამოქმედო გეგმითგათვალისწინებული ვალდებულებების კომპონენტებზე და მათი შესრულებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილაქტივობებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობისცენტრის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა თავის თავში მოიაზრებს იმდენად დიდ რეფორმას და ახალ კონცეპტუალურ ხედვას,რომ ამის გააზრებით ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად თვისობრივად ახალი და მიმზიდველი შეიძლება გახდესპარლამენტი მოქალაქისთვის“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

















