ხვალ, თბილისს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გამართავს.
ჯეიმს აპატურაი, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

















