logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხათუნა თოთლაძემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა
ხათუნა თოთლაძემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა
17:25 11.12.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ასევე, ყველა იმ ძირითადი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც შუალედური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ.

თავის გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ანგარიშის მომზადების პროცესში. მოკლედ მიმოიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ანგარიშის პროექტში ასახულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მხრივ, განხორციელებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, ამ კუთხით მიღწეული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პროგრესი და გამოწვევები.

„ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას. ხაზგასმულია რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხი. ამავდროულად, მიმოხილულია, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების მძიმე მდგომარეობა“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

განხილვის დასასრულს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ანგარიშის შინაარსობრივ ნაწილს გამოეხმაურნენ და მაში ასახული ინფორმაცია დადებითად შეაფასეს. ამასთან, ანგარიშთან მიმართებით რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინეს, მათ შორის აღნიშნეს, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში აისახოს ამ პროცესის განგრძობადობის თაობაზე. დადებითი გამოხმაურება ჰპოვა, ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი თავის ასახვამ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ანგარიშის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისათვის გაზიარება.

დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ ანგარიშის პროექტში პარლამენტის კომენტარები აისახება და ახლო მომავალში დოკუმენტი გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გადაეგზავნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა